SG-1000
| SG1000 | |
|---|---|
|
| |
|
| |
| მწარმოებელი | Sega |
| ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
| თაობა | მესამე |
| გამოშვების თარიღი |
SG-1000 იაპ 15 ივლისი, 1983 SG-1000 II იაპ 31 ივლისი, 1984[1] |
| შეწყდა |
SG-1000 იაპ ივლისი, 1984 SG-1000 II იაპ ოქტომბერი, 1985 |
| მედია | სათამაშო კარტრიჯი, კასეტა, სეგას ბარათი |
| პროცესორი | NEC 780C (Zilog Z80-ის კლონი) |
| მეხსიერება | 1კბ RAM, 2კბ VRAM |
| მონიტორი | 256×192 გაფართოება, 16 ფერი |
| გრაფიკა | Texas Instruments TMS9928A |
| ხმა | Texas Instruments SN76489 |
| ყველაზე გაყიდვადი თამაში | „Flicky“ |
| შემდეგი | Master System |
SG-1000 (იაპ:エスジー・セン) აგრეთვე ცნობილი როგორც Sega Computer Videogame SG-1000 — კარტრიჯული სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია Sega-ს მიერ. გამოვიდა იაპონიაში, ავსტრალიაში, ესპანეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში. ეს იყო სეგას პირველი მცდელობა სათამაშო ბაზარზე შესვლისა, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამავე კომპანიის მიერ შექმნილ წარმატებულ კონსოლ Sega Master System-ს. SG-1000-ის გამოსვლა დაემთხვა Nintendo-ს Family Computer-ის (შემოკლებით Famicom) გამოშვებას იაპონიაში.[2] გარკვეული ხნის შემდეგ სეგამ გამოსცა ის სხვადასხვა სახეშეცვლილი ფორმით: SC-3000, ცნობილი, როგორც Sega Personal Computer SC-3000,[3] ჩაშენებული კლავიატურით,[4] SG-1000 II (エスジー・セン・ツ), ასევე ცნობილი SG-1000 Mark II-ით, გამოსული 1984 წლის 31 ივლისს.[1][4]
SG-1000-ის თამაშების ბიბლიოთეკა მოიცავდა 68 სტანდარტულ კარტრიჯს და 29 სეგას ბარათს (Sega Card). თითოეული თამაში თავსებადი იყო ყველა მოდელზე.[5] თვდაპირველი ფასი შეადგენდა 15,000 იაპონური იენა.[6] SG-1000 და SG-1000 II-ის მოდელებს გააჩნდათ 8 ბიტიანი Zilog Z80-ის ცენტრალური პროცესორი 3.58 მჰც ტაქტური სიხშირით,[7][8] ხოლო SC-300-ს — 4 მჰც,[9] ვიდეო პროცესორი Texas Instruments TMS9928A 16 ფერის მხარდაჭერით, ხმის პროცესორი Texas Instruments SN76489, 1 კილობაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 2 კილობიტი ვიდეო RAM.[7]
კონსოლი წარუმატებელი აღმოჩნდა კომერციულად.[1] ამის მთავარი მიზეზი გახდათ ის, რომ Famicom-სა და იმ დროში არსებულ სხვა სისტემებს გააჩნდათ უფრო მძლავრი აპარატული უზრუნველყოფა ვიდრე SG-1000-ს, ასევე ერთ-ერთ მიზეზად იქცა 1983 წლის ვიდეო თამაშების კრიზისი.[1] მიუხედავად ამისა, კონსოლმა შეძლო მცირე გავლენის მოხდენა ვიდეო თამაშების ინდუსტრიაზე და განაპირობა მისი მემკვიდრის, Master System-ის წარმატება.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- SG-1000 ჯოისტიკით
- SC-3000
- SG-1000 II
- Sega Mark III
- Sega Mark III-ის გეიმპადი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 McFerran, Damien. „Retroinspection: Master System“. Retro Gamer. Imagine Publishing (44): 48–53.
- ↑ Kohler, Chris (ოქტომბერი, 2009). „Playing the SG-1000, Sega's First Game Machine“. Wired Magazine's online site. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი, 2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=და|date=-ში (დახმარება) - ↑ SC-3000 Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი, 2013.
- 1 2 (2015) Gamer's High! Futabasha Super Mook (Japanese). Futabasha, გვ. 54. ISBN 978-4-575-45554-0.
- ↑ SK-1100 Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2014.
- ↑ SG-1000 Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2014.
- 1 2 SG-1000 Technical specifications Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2014.
- ↑ SG-1000 II Technical specifications Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: თებერვალი, 12, 2014.
- ↑ SC-3000 Technical specifications Japanese. Sega Corporation. ციტირების თარიღი: 12 თებერვალი, 2014.
| |||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||