Neo Geo X
| Neo Geo X | |
|---|---|
|
| |
|
Neo Geo X | |
| შემქმნელი | SNK Playmore |
| მწარმოებელი |
Tommo Blaze (ევროპა)[1] |
| ტიპი | ჰიბრიდული კონსოლი |
| თაობა | მერვე |
| თავდაპირველი ფასი | $199.99 |
| შეწყდა | დაახლ. 2014 |
| მედია | SD ბარათი |
| ოპერაციული სისტემა | OpenDingux |
| სისტემური ჩიპი | Ingenic Semiconductor Jz4770 |
| პროცესორი | 1GHz XBurst (MIPS) |
| მეხსიერება | 128MB DDR2[2][3] |
| მეხსიერების საცავი | SanDisk 2GB Micro SD შიდა ფლეშმეხსიერება |
| მონიტორი |
4.3" LCD 480 × 272 16:9 ან 4:3 რეჟიმი |
| გრაფიკა | Vivante GC860 444 MHz |
| წინა | Neo Geo Pocket Color |
| საიტი | www.neogeox.com |
Neo Geo X (აბრ. NGX) — ჰიბრიდული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი იაპონური კომპანია SNK Playmore-ის მიერ. კონსოლი გამოვიდა 2012 წლის 18 დეკემბერს. მასზე ხელმისაწვდომია ის თამაშები, რომლებიც პოპულარული იყო ორიგინალ Neo Geo აპარატურაზე. Neo Geo X-ს მოყვება 20 ჩაშენებული ორიგინალი Neo Geo-ს თამაში, სხვა თამაშები კი ხელმისაწვდომია თამაშის ბარათების მეშვეობით.
ინფორმაცია Neo Geo X-ზე თავდაპირველად 2012 წლის იანვარში გამჟღავნდა, ხოლო იმავე წლის მარტში დადასტურდა.[4][5] ათ წელზე მეტი ხნის შესვენების შემდეგ, Neo Geo Pocket Color-ის შემდგომ, ეს იყო პირველი ახალი მოწყობილობა, რომელიც Neo Geo-ს ბრენდის ქვეშ გამოიცა. თავდაპირველად, გავრცელდა ხმები, რომ მოწყობილობა 700 დოლარზე მეტი ეღირებოდა, მაგრამ Neo Geo X Gold პაკეტის ფასმა 199 დოლარი შეადგინა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ორიგინალი Neo Geo AES კონსოლის ფასი.[6][7]
Neo Geo X ბაზარზე გამოვიდა როგორც „Neo Geo X Gold Limited Edition“-ის ნაწილი, რომელიც მოიცავდა დოკ-სადგურს, არკადულ ჩხირს და თამაშის ბარათს ბონუსად. დოკ-სადგური შექმნილია ორიგინალი Neo Geo AES კონსოლის მსგავსად და გამოიყენება როგორც პორტატიული მოწყობილობის დასატენად, აგრეთვე მისი ტელევიზორთან დასაკავშირებლად. არკადული ჩხირი არის ორიგინალი Neo Geo AES არკადული ჩხრისი რეპლიკა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც კონტროლერი, როდესაც პორტატიული მოწყობილობა ტელევიზორთან არის დაკავშირებული დოკ-სადგურის მეშვეობით. საერთო ჯამში, მასზე 36 თამაში იყო ხელმისაწვდომი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Neo Geo X“ ვიკისაწყობში.- ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Greenwald, Will. (August 13, 2012) Neo Geo Returns With $200 20th Anniversary Console. PC Magazine. Ziff Davis. ციტირების თარიღი: August 13, 2012
- ↑ Sarkar, Samit. Standalone Neo Geo X handheld to sell for $129.99, hardware specifications revealed en (11 September 2012). ციტირების თარიღი: 1 December 2020
- ↑ Neo Geo X Mods Nathan Dickman (28 December 2012). ციტირების თარიღი: 1 December 2020
- ↑ Plunkett, Luke. (March 15, 2012) The "New" Neo Geo Handheld Goes on Sale Very Soon. Kotaku. Gawker Media. ციტირების თარიღი: August 13, 2012
- ↑ Sacco, Dominic (15 March 2012). „New Neo Geo X handheld console confirmed“. MCV. Intent Media. McCormack & Morrison. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 March 2012. ციტირების თარიღი: 17 March 2012.
- ↑ Wagstaff, Keith. (March 16, 2012) Ridiculously High-Priced 'Neo-Geo X' Handheld Announced for Some Reason. Time Techland. Time, Inc.. ციტირების თარიღი: August 13, 2012[მკვდარი ბმული]
- ↑ Webb, Charles. (August 13, 2012) NEOGEO X Gold Will Set You Back $199, Out in December. MTV Multiplayer. Viacom. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 29, 2013. ციტირების თარიღი: August 13, 2012
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||